20:34 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 18:42:05, 1740 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებზე, ევროკავშირთან ურთიერთობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. 

გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მიულოცა და ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ყველა მიმართულებით სწრაფად ვითარდება, რის შედეგადაც ღრმავდება ეკონომიკური კავშირები. 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ესტონური ინვესტიციების ზრდას მიესალმება. 

საუბარი ტურიზმის განვითარების პოზიტიურ დინამიკას შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქების უვიზოდ მოგზაურობა ევროპაში, ადამიანებს შორის კონტაქტების გააქტიურებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს ევროინტეგრაციის გზაზე ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სექტორულ თანამშრომლობას. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ასევე მისასალმებელია ესტონელი ექსპერტების ჩართულობა საქართველოს საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაზრდაში.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საგანმანათლებლო სფეროში არსებული თანამშრომლობა და აღნიშნეს, რომ სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს ესტონეთს განათლების მისაღებად და სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოში მიიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“ იმ ოლიგარქიული, არაფორმალური ძალების ინსტრუმენტია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს
ბრიუსელში, ევროკომისია წარადგენს ,2026 წლის გაფართოების პაკეტს- პაკეტი მოიცავს გაფართოების შესახებ კომუნიკაციასა და ანგარიშებს
კახა კალაძე - რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ
კალაძე: ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას მივესალმები, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics