|
2016-10-13 10:27:36, 721 ნახვა
საზოგადოება
თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშება დაიწყო
თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებს სიურპრიზებით სავსე სეზონი ელით. მათ, ვინც 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე თიბისი ბანკის ციფრული სერვისებით ისარგებლებენ, აქვთ უნიკალური შანსი, ახალი წლის ღამეს სუპერპრიზი - ბინა გუდაურში და ტური ევროპის ნებისმიერი მიმართულებით მოიგონ. მანამდე კი სამი თვის განმავლობაში, მომენტალურ გათამაშებაში 220 000 პრიზი გათამაშდება. მათ შორის ფულადი პრიზები (5000ლ, 500ლ, 100ლ, 50ლ, 20ლ, 10ლ, 5ლ) და სუპერპრიზის ბილეთები (10, 5, 2 ბილეთი). წელს ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშებაში სიახლეა. მომხმარებლები პრიზების მოგებას ონლაინ რეჟიმში შეძლებენ და გამარჯვებულები, მათ შორის სუპერ პრიზის მფლობელები, ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან. გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ის მომხმარებლები, რომლებიც ინტერნეტ და მობაილბანკით ნებისმიერ ტრანზაქციას განახორციელებენ, გათამაშებაში ავტომატურად ერთვებიან. რაც უფრო მეტ ტრანზაქციას განახორციელებენ ისინი ან შეიძენენ სხვადასხვა სახის პროდუქტს ინტერენტ და მობაილბანკით, უფრო მეტი შანსი აქვთ მოიგონ მომენტალური ფულადი პრიზები, დააგროვონ სუპერპრიზის გათამაშების ბილეთები და გახდნენ სუპერპრიზის მფლობელები. მობაილბანკით სარგებლობისას, სუპერპრიზის გათამაშების ბილეთების რაოდენობა ორმაგდება: ინტერნეტბანკით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციით, მომხმარებელი აგროვებს სუპერპრიზის გათამაშების 1 ბილეთს, ხოლო მობაილბანკით იმავე ტრანზაქციის განხორციელებისას 2 ბილეთს. ინტერნეტბანკით შეძენილი ნებისმიერი 1 პროდუქტით მომხმარებელი 10 ბილეთს აგროვებს, მობაილბანკით იმავე პროდუქტის შეძენისას კი - 20-ს. სუპერპრიზების - ბინა გუდაურში და ტური ევროპის ნებისმიერი მიმართულებით მფლობელები 31 დეკემბერს, 20:16 წუთზე გამოვლინდებიან. სუპერპრიზის გათამაშების გამარჯვებულებს თიბისი ბანკის წარმომადგენელი ტელეფონით დაუკავშირდება, გამარჯვებულების ვინაობა გამოქვეყნდება ბანკის ვებგვერდზეც. რაც შეეხება მომენტალურ გათამაშებებს, ფულადი პრიზებისა და ბილეთების მოგების შემთხვევაში, მომხმარებელი მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებს და მოგებული ფულადი პრიზი ავტომატურად ჩაირიცხება მის საბანკო ანგარიშზე. ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია გათამაშების ვებგვერდზე: www.raffle.ge (R)
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)