|
2016-10-12 17:49:58, 816 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, კეკელიძის N16-ში ირინა ენუქიძის მემორიალური დაფა გაიხსნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის მემორიალური დაფა გახსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მემორიალური დაფა, ირინა ენუქიძის საცხოვრებელ სახლთან, კეკელიძის 16 ნომერში გაიხსნა. მათივე ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის დედის სახლთან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამოაზრეები შეიკრიბნენ, რომელთაც დავით ნარმანიამ სიტყვით მიმართა. თბილისის მერმა ირინა ენუქიძის ღვაწლზე ისაუბრა. ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ ამ ქალბატონმა თავი სამართლიანობისთვის ბრძოლას შესწირა. „ასეთი მემორიალური დაფა ქალაქში სხვაგან არსად გვაქვს, ვინაიდან ეს არის განსაკუთრებული ბრძოლის სიმბოლო. ეს არის განსაკუთრებული თავგანწირვისა და სამართლიანობის სიმბოლო. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველამ იცოდეს იმ თავგანწირვისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის შესახებ, რასაც ქალბატონი ირინა ემსახურა და რასაც მან საკუთარი სიცოცხლე შესწირა,“ - განაცხადა ნარმანიამ. (NS)
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)