|
2016-10-12 15:54:15, 779 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანში სოფლის მეურნეობის მეცნიერების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში, ქალაქ განჯაში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფრენციის - „საერთაშორისო თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის მეცნიერების გაუმჯობესების მიზნით, სურსათის უსაფთხოების უზრუნველყოფა და გარემოს დაცვა“ - პლენარულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე სიტყვით გამოვიდა. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე და დარგში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. უწყების ინფორმაციით, იური ნოზაძემ ყურადღება მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და ახალ გამოწვევებზე გაამახვილა. ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციის წევრებმა აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო და ექსპერიმენტული ბაზა დაათვალიერეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა 16 ქვეყნის (გერმანია, თურქეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა, ტაილანდი, ბანგლოდეში, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდავეთი, უზბეკისთანი) წარმომადგენელმა მიიღო. კონფერენციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბერიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)