|
2016-10-12 12:33:52, 852 ნახვა
საზოგადოება
კუს ტბის განახლებული საბაგირო გაიხსნა
თბილისის სატრანსპორტო სისტემას კუს ტბის განახლებული საბაგირო შეემატა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, წლების წინ გაჩერებული საბაგიროს სრულად მოდერნიზება მოხდა. „ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. წლების განმავლობაში გაჩერებული საბაგირო აღდგა. მთლიანად საბაგიროს მოდერნიზაცია მოხდა და გაკეთდა სადგურები. ყველაფერი რა თქმა უნდა არის უსაფრთხო. მნიშვნელოვანია ის, რომ საბაგირო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საბაგიროთი, ასევე შესაძლებელია ველოსიპედების გადატანა. აღსანიშნავია, ის რომ საბაგირო ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით აღიჭურვა ორივე (ქვედა და ზედა) სადგური. ამასთან, მთლიანად შეიცვალა გამწევი ბაგირი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, კაპიტალურად გარემონტდა გონდოლები. სამუშაოების მიმდინარეობისას შენარჩუნდა სადგურებისა და გონდოლების ძველი იერსახე. კუს ტბის ახალ საბაგიროზე თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ორი გონდოლა მოემსახურება და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი. თითო გონდოლით 10-12 ადამიანი იმგზავრებს, მათ შორის, ერთი მუდმივი გამცილებელი. გონდოლები და სადგურები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, ველოსპორტის მოყვარულებისთვის გონდოლებზე სპეციალური ველოსაკიდები დამონტაჟდა. სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ბაგირმშენმა“ შეასრულა. პროექტის საერთო ღირებულება 1 100 000 ლარია.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)