|
2016-10-12 11:11:52, 668 ნახვა
საზოგადოება
დღეს ხელვაჩაურის N83 საოლქო საარჩევნო კომისია 3-ს, ხულოს N84 საოლქო საარჩევნო კომისია კი, 10 საჩივარს განიხილავს
ბათუმის (ჯამში 92, განიხილეს 42), ქობულეთის (ჯამში 10, დაასრულეს განხილვა), ხელვაჩაურისა (ჯამში 15, განიხილეს 12) და ხულოს (ჯამში 20, ხვალ განიხილავენ 10-ს) საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში დაახლოებით 137 საჩივარია შესული. აქედან, 10 ოქტომბერს კომისიებმა 75 საჩივარი განიხილეს, გუშინ და დღეს კი, დარჩენილ 63 საჩივარს განიხილავენ. როგორც უსკო-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, განცხადება/საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს, მათ შორის ყუთების გახსნამდე პროცედურებს ეხებოდა, რაც უკვე აღმოფხვრილი იყო. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები რამდენიმე შემთხვევაში ითხოვდნენ ბიულეტენების გადათვლას და უბნის ბათილობას, რაც ხშირ შემთხვევაში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დისციპლინარულ ზომად გამოყენებული იქნა როგორც შენიშვნა და გაფრთხილება, ასევე ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.(ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით N40 უბნის თავმჯდომარეს დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით). გუშინ 6 საათის შემდეგ ბათუმის N79 კომისიამ 50-მდე საჩივარი განიხილა, რაც ძირითადად შემაჯამებელ ოქმებს ეხებოდა. დღეს კი სამ საჩივარს ხელვაჩაურის N83 საოლქო საარჩევნო კომისია, 10-ს კი ხულოს N84 საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს. რაც შეეხება ქობულეთს, N81 საოლქო საარჩევნო კომისიამ დაასრულა საჩივრების განხილვა.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)