15:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 10:38:23, 603 ნახვა

საზოგადოება
სხვადასხვა რეგიონში კიდევ 21 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, სექტემბრის თვეში თბილისში, აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და გურიაში კიდევ 21 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პრობაციის ბიუროებმა ინდივიდუალურად შეისწავლეს თითოეული პრობაციონერის რისკები და საჭიროებები. შესაბამისი შეფასებებისა და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, პირობით მსჯავრდებულები სხვადასხვა სამსახურში (დისტრიბუცია, ხის საამქრო, ავტოსერვისცენტრი, პურის საცხობი, კეთილმოწყობის სამსახური, საქონლის ფერმა და ა.შ) დასაქმდნენ. მათი ყოველთვიური გამომუშავება, საშუალოდ, 400–500 ლარს შეადგენს.

პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2016 წლის განმავლობაში 124 პრობაციონერი დასაქმდა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე კი - 518  პირობით მსჯავრდებული.

 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics