|
2016-10-11 11:33:32, 659 ნახვა
საზოგადოება
ხარვეზიანი დოკუმენტები მიწის რეგისტრაციის პროცესში დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტისა და გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მოქალაქეებისთვის ზოგიერთი ხარვეზიანი დოკუმენტი ბარიერს აღარ წარმოადგენს. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, რეფორმამდე მოქალაქეები მიწის ნაკვეთს მხოლოდ იმიტომ ვერ ირეგისტრირებდნენ, რომ მათ დოკუმენტებში სახელი, გვარი შეცდომით ეწერა, ასოებში შეუსაბამობა ან უზუსტობა იყო, დოკუმენტს აუცილებელი რეკვიზიტები (ნომერი, თარიღი, მისამართი) არ ჰქონდა, მიღება-ჩაბარების აქტს სათანადო რაოდენობის უფლებამოსილ პირთა ხელმოწერა აკლდა ან ფორმის დაუცველად იყო შედგენილი, თუმცა კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. მათივე ინფორმაციით, 2016 წლის 1 აგვისტოდან ეს ყველაფერი ხარვეზად აღარ ითვლება, თუ საბუთში სხვა აუცილებელი მონაცემები არის, მაგალითად, დოკუმენტის გაცემის წელი, მიწის ნაკვეთის ფართობი, ბეჭდით დამოწმებულია და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილია. ამგვარი დოკუმენტი რეგისტრაციის პროცესში სრულყოფილად ითვლება. მოქალაქის დოკუმენტები კანონიერი ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ მათ თარიღი, ნომერი, მისამართი აკლიათ, მიღება-ჩაბარების აქტს სათანადო რაოდენობის უფლებამოსილ პირთა ხელმოწერა არ აქვს ან ფორმის დაუცველად არის შედგენილი, მაგრამ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში, ნაკვეთის მფლობელობის დასადასტურებლად მოქალაქეებს სასამართლოში წასვლა აღარ მოუწევთ, ვინაიდან რეფორმის ფარგლებში, მიუხედავად ხარვეზისა, მსგავსი დოკუმენტები რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს. ამას გარდა, მოქალაქეს, რომელმაც წლების წინ მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ გარიგება მხოლოდ ზეპირად ან წერილობით, ნოტარიუსის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვის გარეშე გააფორმა, რის გამოც რეგისტრაციას ვერ ახერხებდა, ამიერიდან საშუალება აქვს, რეფორმის ფარგლებში ნოტარიუსს ან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს, გარიგება უფასოდ გააფორმოს და მიწის ნაკვეთიც მარტივად დაირეგისტრიროს. როგორც ცნობილია, 1 აგვისტოდან დაიწყო რეფორმა, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. რეფორმის მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდა, მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა. რეფორმა უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 2 405 405, ელექტრონული ფოსტით: info@napr.gov.ge, ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. (NS)
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)