15:06 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 18:02:03, 811 ნახვა

საზოგადოება
შსს - არჩევნების დღეს ყველა თანამშრომელი განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტმა გიორგი მღებრიშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, „სამინისტროს მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის შესახებ“ ბრძანება გამოსცა. 

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმი ხელს არ უშლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებაში.

სამინისტროს განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის წინაპირობები გათვალისწინებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლითაც დადგენილია მინისტრის უფლებამოსილება განსაკუთრებულ შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით გამოაცხადოს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი.

როგორც შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, ბრძანებაში მითითებულია, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ დატოვონ თავიანთი სამუშაო ადგილები და ყველა ხელმძღვანელი გაფრთხილებულია, რომ წინასწარ შედგენილი გრაფიკით თანამშრომლებს თავისუფლად მისცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

„მინისტრის ბრძანებით, შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე,  როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რათა, არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ყველა ჩვენი რესურსი იყოს სათანადოდ მობილიზებული. ეს ბრძანება ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის და დაინტერესებული პირისთვის. ამ ბრძანებაშივეა მითითებული, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ დატოვონ თავიანთი სამუშაო ადგილები და ყველა ხელმძღვანელი გაფრთხილებულია, რომ წინასწარ შედგენილი გრაფიკით თანამშრომლებს თავისუფლად მისცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შსს-ს ყველა თანამშრომელი თავისუფალია თავის არჩევანში და ვინც რა უნდა თქვას, პოლიცია დღეისთვის არის დეპოლიტიზებული და ჩვენ ამ სტანდარტს ძალიან ვუფრთხილდებით", - აღნიშნა მან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics