|
2016-10-07 16:00:16, 721 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში აზერ ტოფიგ ოღლუ ჰუსეინს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა აღნიშნეს, რომ მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უწყობს ხელს. უწყების ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა თავდაცვის სფეროში სამმხრივი მინისტერიალის ფორმატი იყო, რომელსაც საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, სამმხრივი თანამშრომლობა რეგიონის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფორმატია. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ლევან იზორიამ ელჩს აზერბაიჯანელი კოლეგის საქართველოში ვიზიტის ორგანიზებაში ჩართულობა შესთავაზა. აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და აზერბაიჯანის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ხაზარ აბასოვი დაესწრნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)