|
2016-08-26 16:24:26, 782 ნახვა
პოლიტიკა
აბესაძე საკრებულოს დეპუტატებს მიმართავს, ნარმანიას გადაყენების მოთხოვნის საკითხი დააყენონ
საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი აბესაძე საკრებულოს დეპუტატებს ნარმანიას გადაყენების მოთხოვნის დაყენებას სთხოვს. როგორც ირაკლი აბესაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, დავით ნარმანია არის იმ უწყების ხელმძღვანელი, სადაც კორუფცია ყვავის. „ბატონო დავით, ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მიზეზი არსებობდა, რომ თქვენთვის უნდობლობა გამოგვეცხადებინა. თქვენ ხართ თბილისის მერი, რომელმაც მინისტრობის განმავლობაში შეაჩერეთ შემოვლითი რკინიგზის პროექტი და სხვა. თქვენ ხართ იმ უწყების ხელმძღვანელი, სადაც კორუფცია ყვავის, სადაც ყველაფერს აკეთებთ, რათა ივანიშვილის ინტერესები დაკმაყოფილდეს. სუს-ის პირდაპირი მმართველობა მერიაში, კონკურსში ჩაჭრილი ნათესავების დასაქმება. მაგრამ ამ ყველაფერში თქვენ გადაწყვეტილებას არ იღებდით. მათ შორის არც გადადგომის შესახებ. ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ვინც კმაყოფილია თქვენი მერობით. აგერ მე თქვენ მაინც მოგმართავთ გადადგომის მოთხოვნით. მე მაინც შეგახსენებთ თქვენს გამონათქვამებს. მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს შემოგვიერთდნენ”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. სევდია უგრეხელიძემ ნარმანიას თმენის ვალდებულება შეახსენა და განმარტა, რას ნიშნავს თმენის ვალდებულება.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)