20:25 - 28 Oct, 2026
|
2016-08-25 11:40:28, 902 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: არჩევნების წინ ალასანიასთან ჩვენი შესაძლო გაერთიანება ჭორია
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ წინასაარჩევნოდ კოალიციის შექმნას არ გეგმავს და მარტო აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. მისივე თქმით, ალასანიასთან კოალისიის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. „ჩვენ „თავისუფალ დემოკრატებთან“ კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ - ეს არის ჭორი. საიდან ვრცელდება ეს ინფორმაცია არ ვიცი. ჩვენ 27 მარტს ეროვნულ კომიტეტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არჩევნებზე მონაწილეობას ცალკე საარჩევნო სუბიექტად მივიღებთ“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)