|
2016-08-25 10:56:59, 731 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ქ.გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავ აგრძელებს. დეპუტატობის კანდიდატი სადგურის დასახლებაში კეცხოველის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქის კეთილმოწყობას, ყურადღება გამახვილდა სპორტული მოედნების, სკვერების მოწყობის, ასევე ქ.გორში საცურაო აუზის რეაბილიტაციის საკითხებზე. კეცხოველის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულურიც დაესწრო. „დღევანდელი შეხვედრისას უდიდესი სითბო ვიგრძენი ჩემი გორელებისგან. მე მჯერა ჩემი თანაქალაქელები 8 ოქტომბერს მხარს დაუჭერენ ჩვენი ქალაქის აღმშენებლობას, უკეთესი მომავლის შექნმას". განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ქ.გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)