15:09 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 19:10:59, 1050 ნახვა

პოლიტიკა
ცესკომ „ახალ მემარჯვენეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ნომრები წილისყრის გარეშე მიანიჭა

ცესკო-ში გამართულ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პარტიებს "ახალ მემარჯვენეებს" და "პატრიოტთა ალიანსს" საარჩევნო ნომრები მიენიჭათ. 

ცესკო-ს გადაწყვეტილებით ახალი მემარჯვენეები 8 ოქტომბერს დაგეგმილ ყველა სახის არჩევნებში საარჩევნო ნომრით 1 მიიღებენ მონაწილეობას, პატრიოტთა ალიანსი კი 8 ნომრით. 

"ახალი მემარჯვენეებიც" და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებიც მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან.

"რესპუბლიკურ პარტიაში" კი ფიქრობენ, რომ ცესკო-მ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და პარტიები არათანაბარ პირობებში ჩააყენა. 

რიგირც "რესპუბლიკელები" ამბობენ, ამ ორივე პარტიას საკუთარი საარჩევნო ნომრის გამოყენების უფლება უკვე აქვთ, მათ კი ამის უფლება მხოლოდ 8 სექტემბრის მერე მიენიჭებათ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სპეციალურ სხდომაზე წილისყრით პარტიებს საარჩევნო ნომრები მიენიჭებათ. ამ დროისთვის უცნობია, რა ნომრით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას "რესპუბლიკური პარტია". 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომერი 5 და "ქართული ოცნების" საარჩევნო ნომერი 41 უცვლელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics