|
2016-08-24 17:21:14, 852 ნახვა
პოლიტიკა
ოთო კახიძე: ჯაჭვლიანი სიაში ვერ მოხვდა და მმართველი გუნდი გადამხდელთა ხარჯზე უნიშნავს ხელფასს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთო კახიძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას მთის კურორტების განვითარების კომპანიის სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელად სოსო ჯაჭვლიანის წარდგენას ეხმაურება და ამბობს, რომ ჯაჭვლიანი არის არაკომპეტენტური ადამიანი, რომელიც უუნაროა და არ შეუძლია რომელიმე სტრუქტურა მართოს. „სოსო ჯაჭვლიანის მთის კურორტების განვითარების კომპანიის სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელად დანიშვნა ნიშნავს, რომ მთავრობა უმუშევართა პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად, ახალ შპს-ს ქმნის. ამ ორგანიზაციაში კი ხელმძღვანელად ღრმად არაკომპეტენტური ადამიანი ინიშნება. ჯაჭვლიანი არის უუნარო, რომ რომელიმე სტრუქტურა მართოს და რაიმე საქმე წინ წაიყვანოს. მმართველ გუნდს სურს ბიუჯეტის ფულით დაუნიშნოს ხელფასი იმ ადამიანს, რომელიც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა. ეს ყოველივე გავს ხელისუფლებასა და სოსო ჯაჭვლიანს შორის გარიგებას. თუმცა, 8 ოქტომბრიდან ყველას ვპირდები, რომ მსგავსი პრაქტიკა აღმოიფხვრება“, - აცხადებს კახიძე. შეგახსენებთ, მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)