|
2016-08-24 16:07:30, 892 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: უნდა გავთავისუფლდეთ სტერეოტიპისგან, რომ ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის
უნდა გავთავისუფლდეთ ბევრი რამისაგან, უპირველეს ყოვლისა, სტერეოტიპებისგან, მოძველებული აზროვნებისგან. ერთ-ერთი სტერეოტიპი გვეუბნება, რომ ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ქალი მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ბერძენიშვილის თქმით, "რესპუბლიკური პარტიის" ლოზუნგი, რომლითაც ისინი გამოდიან არის, "მეტი ქალი პოლიტიკაში". "ჩვენი სლოგანი საარჩევნოდ გახლავთ „გავთავისუფლდეთ“. უნდა გავთავისუფლდეთ ბევრი რამისაგან, უპირველეს ყოვლისა, სტერეოტიპებისგან, მოძველებული აზროვნებისგან. ერთ-ერთი სტერეოტიპი გვეუბნება, რომ ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის, რომ მისი ადგილი არის სამზარეულოში, რაც ღრმად არასწორი აზრი გახლავთ. მეტი ქალი პოლიტიკაში - ეს არის ლოზუნგი, დევიზი, რომლითაც ჩვენ დღეს გამოვდივართ. რას ნიშნავს მეტი ქალი - ეს ნიშნავს მეტ სიმტკიცეს, მეტ სირბილეს ამავე დროს მოპყრობაში, მეტ სოლიდარობას, ეს ნიშნავს მშვიდობას, ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემების უკეთეს დანახვას, მრავალფეროვნებას, ბოლოს და ბოლოს, ეს ნიშნავს კონკურენციას მამაკაცებსა და ქალებს შორის, რომლის დროსაც იზრდება ხარისხი პოლიტიკაში“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)