|
2016-08-24 15:07:03, 664 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: არ მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება უკეთესად მართავს ქვეყანას, ვიდრე - 7 სამინისტრო შვეიცარიას
საქართველოს ყავს 18 სამინისტრო, შვეიცარიას - 7, არ მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება უკეთესად მართავს ქვეყანას, ვიდრე - 7 სამინისტრო შვეიცარიას, -ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრა, თინა ხიდაშელმა განაცხადა. ხიდაშელმა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რომლებსაც პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში „რესპუბლიკური“ პარტია დააყენებს. ერთ-ერთ ასეთ ინიციატივად ხიდაშელმა სამინისტროების რაოდენობის შემცირება დაასახელა. „გაზრდილი ბიუროკრატია თავისთავად ნიშნავს ძალიან დიდ ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომელიც იპარავს ფულს იქიდან ,რც ქვეყანას რეალურად უფრო მეტად სჭირდება. ვფიქრობ, არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტრო, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილი უნდა იყოს. ასევე, არ უნდა იყოს ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროები არ უნდა იყოს ცალკე უწყებები. ენერგეტიკა არის ეკონომიკის განვითარეიბს უმნიშვნელოვანესი სფერო და თუკი ქვეყანაში ეკონომიკის სამინისტრო გაქვს, მაშინ ეკონომიკის სამინისტრო უნდა იყოს პასუხისმგებელი ეკონომიკის განვითარებაზე“,-აღნიშნა ხიდაშელმა. მისივე თქმით, ხელისუფლება მუდმივად გველაპარაკება, რომ ინვესტიცია მოდის ენერგეტიკაში და ეკონომიკას იქიდან ვავითარებთ, ამასობაში ეკონომიკის სამინისტრო გვერდზეა გაწეული. „მხოლო სამინისტროებში არ არის პრობლემა, პრობლემაა, რომ თითქმის ყველა სამინისტრო შემდეგ დუბლირებული გვაქვს კანცელარიაში. გვაქვს სამინისტროები და მერე გვაქვს საბჭოები, რომლებსაც ზუსტად იგივე ფუნქციები აქვთ, რაც სამინისტროებს. ასევე, სამინისტროებში გვაქვს ასეთი დეპარტამენტები - შიდა აუდიტის სამსახური, გენერალური ინსპექცია, ფინანსური და კიდევ რაღაცნაირი მონიტორინგის სამსახური. ამასობაში გვაქვს სუს-ი, რომლემსაც ზუსტად ამავე ფუნქციებით ყველა სამინისტროშო დანიშნული ყავს „ოდეერები“. სულ ამას ვამბობდი, მაშინ ამ ოდეერებმა შეითავსონ ეს ფუქნცია, გავაუქმოთ ეს დეპარტამენტები, ფულიც დაიზოგება და სახელმწიფოც უფრო სწრაფად განვითარდება. ბევრი სეგმეტნია სახელმწიფო უწყებებში, რომელიც უბრალოდ არ უნდა არსებობდეს. მაგალითად კრიზისების მართვის საბჭო, რომლის არსებობაც, ჩემი აზრით, ასეთი ფორმით არის გაუმართლებელი. ეს არის დუბლირებული უშიშროების საბჭოს ფუნქციები, დუბლირებული თავდაცვის სამინსიტროს ფუნქციები“,-აღნიშნა ხიდაშელმა. მისივე თქმით, სახელმწიფოსა და კანონმდებლობის ამოცანაა, გამართოს ეს სისტემა. „15 თვის განმავლობაში ვცდილობდი, მიგვეღო თავდაცვის სამისტროს შესახებ კანონი, თუმცა სამწუხაროდ არ გამოვიდა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)