|
2026-11-03 16:45:45, 435 ნახვა
სამართალი
ქალს რომელიც 11 წლის შვილს შრომით ექსპლუატაციას უწევდა, ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ 11 წლის არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედას და მის მეგობარს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დედამ მეგობართან ერთად, მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2024 წლის აპრილიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა. "ბრალდებულები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით არასრულწლოვანს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას. ყოველდღიურად უწესებდნენ შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ. ბრალდებულები არასრულწლოვანს არ აძლევდნენ სკოლაში სიარულის და განათლების მიღების შესაძლებლობას, ღამის საათებში დაჰყავდათ მისთვის შეუსაბამო ადგილებში, ხოლო საცხოვრებლად სხვადასხვა მისამართზე, არასათანადო პირობებში გადაჰყავდათ. არასრულწლოვანი არ იყო უზრუნველყოფილი საკვებით და სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით", - ნათქვამია ინფორმაციაში. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)