|
2026-11-03 17:14:49, 299 ნახვა
საზოგადოება
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
თიბისისთვის ქალთა გაძლიერება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა. ბანკი ხელს უწყობს რეგიონში მცხოვრები და მეწარმე ქალებისთვის პროდუქტებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას, მათი ცნობადობისა და ბიზნეს საქმიანობის განვითარების შესაძლებლობების ზრდას. აღნიშნული მიდგომის ფარგლებში, თიბისიმ ფერმერი ქალების მოსავლის ფესტივალს დაუჭირა მხარი და რჩეული მონაწილე დააჯილდოვა. ფესტივალი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში გაიმართა. ღონისძიების მონაწილე ფერმერმა ქალებმა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ, სტუმრებს საკუთარი ნაწარმი წარუდგინეს. ფესტივალი მარადისელი ქალების კოოპერატივის, „მწვანე მარადისის“ მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ფერმერმა ქალებმა საკუთარი გამოცდილება, წარმატების ისტორიები და საქმიანობის პროცესში არსებული გამოწვევები განიხილეს. ფესტივალის მიზანი ფერმერი ქალების წვლილის წარმოჩენა, მათი ნაწარმის პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება და ახალი თანამშრომლობებისა თუ შესაძლებლობების შექმნა იყო. ფესტივალის დასასრულს სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ. თიბისის სპეციალური ჯილდო „ყველაზე ინოვაციური პროდუქტის“ კატეგორიაში თამარ გოზალიშვილს გადაეცა. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში აწარმოებს დამბალხაჭოსა და ჩურჩხელას, ასევე მოჰყავს სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული. პარალელურად, უძღვება ბლოგს, რომლის მეშვეობითაც აუდიტორიას სოფლის ცხოვრებაზე უყვება და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს. თიბისიმ თამარ გოზალიშვილი ტრადიციული მეურნეობის განვითარების პროცესში თანამედროვე ციფრული და საკომუნიკაციო ინსტრუმენტების წარმატებული გამოყენებისთვის დააჯილდოვა. ფერმერ ქალთა მოსავლის ფესტივალი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიება ასევე ეხმიანებოდა გაეროს ინიციატივას, რომლის თანახმადაც 2026 წელი ფერმერი ქალების საერთაშორისო წლადაა გამოცხადებული. ფესტივალი ჩატარდა რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. თიბისი, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი, მომავალშიც გააგრძელებს ქალი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას, მათი პროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
LEAF და საქართველოს ბანკი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს იწყებენ
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)