01:13 - 05 Nov, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-04 16:59:40, 302 ნახვა

პარტიების აკრძალვის მოსამართლეა კაცი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს როინ შავაძის საქმის პროკურორი იყო

პარტიების აკრძალვის სარჩელს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია, რომლის თავმჯდომარეც არის მოსამართლე ვასილ როინიშვილი.

კოლეგიის დანარჩენი წევრები არიან ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.

კოლეგიის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში 2020 წლიდან დაინიშნა - მოსამართლედ 29 მაისს დანიშნეს წევრად, ხოლო 25 ივნისს - სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.

საკონსტიტუციო სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიული ცნობების თანახმად, იგი 2004 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში. შემდეგ:

  • 2004-2006 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; კადრების სამმართველოს უფროსი.
  • 2006-2008 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი.
  • 2008-2009 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.
  • 2009 წელს იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი.

2009 წლიდან იგი სასამართლო სისტემაში გადავიდა.

მომდევნო 11 წლის განმავლობაში - 2009-2020 წლებში - იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

როინ შავაძე - თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე- 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს მაშინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

დღეს გამოქვეყნებულ სარჩელში „ქართული ოცნება“ არგუმენტად იშველიებს სადავო პარლამენტში შექმნილი საგამოძიები კომისიის დასკვნას. სარჩელში წერია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“:

  • „ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის სისტემა“;
  • „იმავე პერიოდში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი ან/და ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი მრავალი ქმედება“.

იქვე სარჩელის ავტორები ჩამოთვლიან „ცალკე აღსანიშნავ... ფაქტებსა და კონკრეტულ შემთხვევებს, რომელთა შორის დასახელებულია „სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე“.

რაც შეეხება ამ საქმის გარემოებებს - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამოძიების, მათ შორის პროკურატურის 2024 წლის განცხადების თანახმად:

  • 2008 წლის 16 აგვისტოს ბათუმში კუდ-ის თანამშრომლებმა, აჭარის სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე - რომელიც წარსულში ასლან აბაშიძის დაცვაში მუშაობდა - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით „უკანონოდ დააკავეს“;
  • შემდეგ სასტიკად სცემეს;
  • აჭარია-გურიის საზღვართან გააჩერეს ავტომანქანები და „უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია“;
  • ექსპერტიზის მიხედვით, შავაძეს სხეულზე 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა.
  • დამატებით, გამოძიების ვერსიითვე, შავაძის მკვლელობის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, თითქოს მას დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება და გადაყვანისას გაქცევა სცადა და მათ იარაღი წაართვა.

სტრასბურგის სასამართლომ შავაძის საქმეზე 2020 წელს დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის („სიცოცხლის უფლება“) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.

ვასილ როინიშვილი როინ შავაძის საქმის პროკურორი იყო. შავაძის მეუღლე, ციცინო შავაძე მას მუქარაში ადანაშაულებდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს - ყოფილი დიპლომატები EU-ს ანგარიშზე
ზურაბიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ოცნების პოლიტიკამ ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგი მოიტანა
ჰერჩინსკი: ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი