|
2025-11-04 20:42:52, 275 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი: ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების შესახებ დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ანგარიშში მოცემული დასკვნები საქართველოსთან დაკავშირებით, ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისთვის "გამანადგურებელია." მისივე თქმით, საქართველო გაერთიანების წევრობისგან იმაზე ბევრად შორსაა, ვიდრე 2023 წელს, კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს იყო. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში დაამატა, რომ გაერთიანების კარები საქართველოსთვის ღია რჩება, იმ პირობით, თუ "აუცილებებლი ნაბიჯები გადადგმული იქნება ქართული ხელისუფლების მიერ." სიტყვით გამოსვლისას იგი ასევე შეეხო ქართული ოცნების მიერ ბოლო დღეებში მიღებულ რეპრესიულ კანონებსა და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა დევნას კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ასევე აღნიშნა, რომ ზოგი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილება სრულიად შეუსაბამოა ევროკავშირის დემოკრატიული პლურალიზმის იდეაზე. "ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული სახელმწიფოს სტრატეგიული და სუვერენული უფლება და არჩევანია. წევრობის განაცხადის შეტანით, თითოეული ქვეყანა იღებს ვალდებულებას, განახორციელოს რეფორმები თავის ინსტიტუციებსა და სამართლებრივ სისტემაში, იმის შესაბამისად, რომ ისინი თანდათანობით შესაბამისობაში მოიყვანენ EU-ის ნორმებსა და სტანდარტებთან. ასევე თითოეული ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია, ევროკავშირში წევრობის მზადყოფნას ყოველწლიურად შეამოწმებს. ყველა კანდიდატის, მათ შორის საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 2023 წლიდან ფასდება ევროკომისიის გაფართოების ყოველწლიურ დოკუმენტში. ეს პაკეტი რომელიც შედგება 10 კანდიდატის ქვეყნის ანგარიშით, დღეს გამოქვეყნდა. ანგარიში წარმოადგენს ყოვლისმომცველ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას იმისა, რამდენად წინ წავიდა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის დროს აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ზოგს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ ვამზადებთ ანგარიშს საქართველოზე, როცა გაფართოების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია მას შემდეგ რაც მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლებიდან, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული დაიწყონ მოლაპარაკებები გაწევრიანებსათან დაკავშირებით. მიზეზი ნათელია - გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული, ტრანსფორმაციული პორცესია. ანგარიში რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება, შესაძლებლობაა, შევაფასოთ, თუ რას მიაღწია საქართველომ და რა ეტაპზეა საქართველო EU-ის გზაზე. დოკუმენტი კიუდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის კარები კვლავაც ღია რჩება, იმ პირობით, რომ აუცილებებლი ნაბიჯები გადადგმული იქნება ქართული ხელისუფლების მიერ. ჩემთვის, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელისათვის, წლევანდიელი ანგარიშის წარმოდგენა ადვილი არ არის. სამწუხაროოდ, ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. სიმართლე ისაა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისგან იმაზე ბევრად შორსაა, ვიდრე 2023 წელს იყო, როცა მას კანდიდატის სტატუსი მიენიაჭა. დემოკრატიული უკუსვლის საერთო დონე აბსოლუტურად უპრეცედენტოა. ბოლო 12 თვის განმავლობაში სერიოზული უკუსვლა იყო გაფართოების ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით, ასევე კანდიდატის სტატუტის მინიჭებასთან კომისიის რეკომენდაციებში. ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობნის სწრაფი რღვევის და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვები. ინსტიტუტები პარტიული მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, ძირი გამოუთხარა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რაც სასამართლოს მიტაცების რისკებს ქმნის. სისტემურმა, რეპრესიულმა ქმედებებმა სამოქალაქო სივრცეს და მედიის დამოკიდებულებას ზიანი მიაყენეს. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენება სრული დაუსჯელობის პირობებში მიმდინარეობდა. მტრული, ანტიევრტოპული რიტორიკა, დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები პერიოდლად ვრცელდებოდა საქართველოის ხელისფულების მიერ და მიზნად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ძირის გამოთხრას ისახავდა. წამყვანი ოპოზიცუირ ლიდერების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახვბ განცხადბებთან ერთად, ევროკავშირის ერთ-ერთად ძირითად პრინციპზე, დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასმას წარმადგენს. დღევანდელ ანგარიშში ასევე დეტალურად აღწერილია, რომ გასული წლიდან მოყოლებული საქართველოს წინსვლა ევროკავშირის სტანდარტების ტექნიკურ ნაწილთან მიმართებაში მნიშვნელოვნად შენელდა. გაფართოების ანგარიშში მოცემული შეფასება აბსოლუტურად მკაფიოა: დემოკრატიული რეგრესის, ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ ტირაჟირებული ანტიევროპული დეზინფორმაციისა და ევროკავშირის ფუნდამენტური თავისუფლებების პრინციპების შერყევის გამო, საქართველოს არ გააჩნია ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა არც 2030 წელს და არც მომდევნო პერიოდში", - თქვა ჰერჩინსკიმ. შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპის კომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს EU-სთან ინტეგრაციის პროცესის საფუძვლები ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დასუსტდა.
აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს - ყოფილი დიპლომატები EU-ს ანგარიშზე
ზურაბიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ოცნების პოლიტიკამ ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგი მოიტანა
ჰერჩინსკი: ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმის დაპირების მიუხედავად ფასები პროდუქტზე დრამატულად იზრდება
ივანიშვილის რეჟიმი პარტიებს კრძალავს, გახარიას გაერთიანების გარდა - ვის რა პასუხი აქვს
ომი უკრაინაში
რუსი ოკუპანტები აცხადებენ რომ ქალაქი პოკროვსკი აიღეს, უკრაინა ცნობას უარყოფს
რუსეთი დონეცკის რეგიონში შეტევის დასაწყებად 170 000 ჯარისკაცს აგზავნის
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პარტიების აკრძალვის მოსამართლეა კაცი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს როინ შავაძის საქმის პროკურორი იყო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)