16:02 - 04 Jul, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-03 12:33:40, 459 ნახვა

ოცნების ბიზნეს ინტერესები და პოლიტიკური კეკლუცობა აიათოლას სისხლიან რეჟიმთან

„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი ხელს უწყობს რეგიონში ავტორიტარული რეჟიმების გავლენის გაძლიერებას. ამ კონტექსტში გამონაკლისს არც ირანი წარმოადგენს. „ქართულ ოცნებასა“ და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება.  - წერს "ქართული იდეათ  თავის ანგარიშში.

“ქართული ოცნება” მორიგ სკანდალში გაეხვია. ივანიშვილის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი თბილისში ირანის საელჩოში „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა. ირანის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვთისიაშვილმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და გამოთქვა სოლიდარობა ირანის მიმართ. მოგვიანებით, ისრაელის საელჩომ გაავრცელა განცხადება: “იმ დროს, როდესაც დასავლეთი გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მხარს უჭერს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შეჩერების მცდელობებს, ღრმა იმედგაცრუებას იწვევს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის ხილვა. ეს მორალურად არასწორია“.

ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საჯარო განცხადებების ფარგლებს გასცდა და ავტორიტარულ რეჟიმებთან ღია თანამშრომლობაში გადაიზარდა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, 2024 წელს ოფიციალური ვიზიტით ირანს ორჯერ ეწვია.

2024 წლის 22 მაისს, კობახიძე დაესწრო ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის დაკრძალვის ცერემონიას. საყურადღებოა, რომ კობახიძესთან ერთად, ცერემონიას ესწრებოდნენ ჰეზბოლასა და ჰამასის ლიდერები. მოგვიანებით, 2024 წლის 30 ივლისს, კობახიძე დაესწრო ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას. სწორედ საინაუგურაციო ცერემონიაზე კობახიძეს „ერგო პატივი“ ჰამასის ყოფილ ლიდერ ისმაილ ჰანიესთანერთ კადრში მოხვედრილიყო.მეორე ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ ირანის ახალ პრეზიდენტთან მასუდ ფეზეშქიანთან ოფიციალური შეხვედრაც გამართა. საქართველოში ირანის საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის „მაღალ მოტივაციაზე“ ურთიერთობების გაღრმავების მიმართლებით. გარდა პოლიტიკურ ურთიერთობებზე საუბრისა, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობაც განიხილეს.

ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა (საქართველოდან მთავრობის მეთაურის ბოლო ვიზიტი ირანში 2024 წლის 30 ივლისს განხორციელდა), პრაქტიკულად არ არსებობს ინფორმაცია ვიზიტის დროს განხილული საკითხების, მიღწეული შეთანხმებების ან კონკრეტულად დაგეგმილი ერთობლივი პროექტების შესახებ. „ქართული ოცნების“ მხრიდან ვიზიტის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და დახურული კომუნიკაცია ქმნის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ბატონ კობახიძეს და მის კოლეგებსაც კარგად ესმით, რამდენად საზიანოა მსგავსი ვიზიტები საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. სწორედ ამ მიზეზით, ისინი თავს იკავებენ შეხვედრების შინაარსზე საჯარო დისკუსიისგან. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მათთვის „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას“ და მსგავსი შეძახილების ფონზე გადაღებული ფოტოები საჯარო სივრცეში გამოეფინათ.

პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად, საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდია, მიუხედავად იმისა, რომ ირან-საქართველოს შორის ვაჭრობა უარყოფითი სავაჭრო სალდოთი ხასიათდება და ირანიდან იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოდან ირანში ექსპორტს. მაგალითისათვის, 2024 წელს, საქართველოდან ირანში 36 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, მაშინ, როცა ირანიდან იმპორტი თითქმის 8-ჯერ მეტი იყო და შეადგენდა 285 მილიონ აშშ დოლარს 

2020 წლიდან მოყოლებული, ირანიდან საქართველოში განხორციელებული იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. (იხ. გრაფიკი #2). თუ 2020 წელს ირანული იმპორტის მოცულობა 45 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი თითქმის ხუთჯერ გაიზარდა და 285 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 2021 წელს საქართველოში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოცულობა, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 154 პროცენტით გაიზარდა და 3413 ტონას შეადგენს.

ირანიდან საქართველოში ექსპორტის ერთ-ერთ ძირითად წყაროს სწორედ ნავთობი და ნავთობპროდუქტები წარმოადგენს. ნავთობპროდუქტებს შორის კი, საექსპორტო პროდუქციის ძირითადი წილი მოდის ნავთობის კოქსზე, ბიტუმსა და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენებზე.

2020 წლიდან მოყოლებული, ერთმნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტში. თუ 2020 წელს ირანიდან 683 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, 2024 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით გასამმაგდა და 2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია

ირანულენოვანი წყაროების მიხედვით, საქართველოში ექსპორტის თვალსაჩინო მაჩვენებელი აქვს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა სამშენებლო მასალები, ნავთობქიმიური პროდუქტები, ბიტუმი და საკვები პროდუქტები. ზემოთ მოცემული მონაცემების გათვალისწინებით, საყურადღებოა, რომ ირანული ნავთობის იმპორტის საკითხი საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი ყურადღების ცენტრშია. ისლამური რესპუბლიკისთვის ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, ირანიდან საქართველოში ნავთობის ექსპორტის მზარდი ტენდეცია შემაშფოთებელია, რადგან, ცხადად მიუთითებს ისლამური რესპუბლიკისთვის ირიბ ფინანსურ მხარდაჭერაზე. 

ირანული ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის საკითხმა, რა თქმა უნდა, აშშის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყურადღება მიიქცია. 1 მაისს, ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი: “გაფრთხილება: ირანული ნავთობის ან ნავთობქიმიური პროდუქტების შესყიდვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს! ნებისმიერი ქვეყანა, ან პირი, რომელიც ირანიდან ნავთობის ან ნავთობქიმიური პროდუქტების ნებისმიერ რაოდენობას შეიძენს, დაუყოვნებლივ დაექვემდებარება მეორად სანქციებს.“

საყურადღებოა, რომ ირანულენოვან ინტერნეტ-სივრცეში არაერთი სტატია მოიძებნება, რომელიც ირანელ ბიზნესმენებს საქართველოში ნავთობპროდუქტებისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით პრაქტიკულ რჩევებს აწვდის. ერთ-ერთი მსგავსი კომპანიაა Sadra Tejarat Company, რომელიც უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებას და ასევე, ნავთობქიმიური პროდუქტების ტრანსპორტირებას/ ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

პოტენციური ექსპორტიორებისთვის და ბიზნესმენებისთვის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც ირანულენოვანი ვებგვერდები ავრცელებენ, საქართველოში კომპანიის დაფუძნებაა. კერძოდ, ერთ-ერთი ირანული წყაროს მიხედვით, საქართველოში კომპანიის რეგისტრაციას თან ახლავს მთელი რიგი უპირატესობები: ირანის მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე, ისარგებლონ გარკვეული საგადასახადო შეღავათებით და საქართველოში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად დააფუძნონ კომპანია კაპიტალის გარეშე. 

მაგალითისათვის, კომპანია Arad Branding-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ირან-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების შესახებ იძებნება სტატია, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოსთან ვაჭრობის უპირატესობები: „მსოფლიოში ნებისმიერი ვაჭრობა დამოკიდებულია გარკვეული წესების დაცვაზე. ამ ტიპის ექსპორტისთვისაც მრავალი რეგულაცია არსებობს. თუ თქვენ გეგმავთ საქართველოსთან ვაჭრობას, გირჩევთ, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველოში, განსაკუთრებით, პორტების მახლობლად, კომპანია დაარეგისტრიროთ. ამ გზით შეგიძლიათ მარტივად განახორციელოთ ვაჭრობა. კომპანიის რეგისტრაციის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ხარჯები მნიშვნელოვნად შეამციროთ. ეს, ასევე, იქნება ექსპორტისა და იმპორტის გამარტივების ძალიან მარტივი გზა.“

ეს არის ერთ-ერთი ციტატა იმ მრავლობითი ინტერნეტ წყაროებიდან, სადაც ირანული კომპანიები დაინტერესებულ პირებს უზიარებენ რჩევებსა და გამოცდილებას, თუ როგორ გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია საკუთარი ბიზნეს ინიციატივებისთვის და სხვადასხვა მაქინაციური სქემებით, საერთაშორისო სანქციებს გვერდი აუარონ. 

ირანი, რომელიც არაერთი საერთაშორისო სანქციის ქვეშ არის, მთელი რიგი სქემების გამოყენებით, მაინც ახერხებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გატანას. ამ თვალსაზრისით, საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას ისლამური რესპუბლიკისთვის სერიოზული მოტივაცია აქვს: საქართველოს მეშვეობით და საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების გამოყენებით, თეირანს შეუძლია დაუკავშირდეს როგორც რუსულ და ჩინურ, ისე დასავლეთის ბაზრებს. საქართველო-ირანის თანამშრომლობის ბოლოდროინდელი დინამიკის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თეირანს თავისუფლად შეუძლია საქართველოს ტერიტორიის გავლით, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა. ამ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს ის სტატისტიკური მონაცემები და მტკიცებულებები, რომლებიც ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ გუნდმა მოიპოვა. 2013-2024 წლებში ირანის მოქალაქეებმა საქართველოში 9300 კომპანია დაარეგისტრირეს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ 2024 წელს საქართველოში 382 ირანული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2020 წლის მონაცემთან შედარებით, დაახლოებით 150 %-იან ზრდაზე მიანიშნებს 

სრულად იხილეთ აქ




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არ გამოგრჩეს - 5 ივლისი PLUS დაბადების დღეა!
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, მონაწილეობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის რვა პირს ბრალდება წარუდგინა
იმოგზაურე დათო ტურაშვილთან ერთად წიგნების სამყაროში- განათლების გზაზე არ გაჩერდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი