13:47 - 20 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 14:15:17, 417 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო - „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“

ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი:

„მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას;

მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე;

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო, მათ შორის, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი შევიწროებისა და პატიმრობაში ყოფნისას არასათანადო მოპყრობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის გამო; მოითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება;

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციონერი ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ასევე, გმობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოების მიმართ დამუქრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას;

ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმების, დემოკრატიის აღდგენისა და მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრული დაცვის მოწოდებით გამოდის;

მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოში FARA-ს ძალაში შესვლის შემდეგ გააძლიეროს მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და მიმდინარე სასამართლო პროცესების მონიტორინგი აწარმოოს;

სინანულს გამოთქვამს საბჭოს, წევრი სახელმწიფოებისა და კომისიის მხრიდან მუდმივი უმოქმედობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომელთაც დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებლობა ენიჭებათ;

ავალებს თავის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, ევროპარლამენტარებმა შესწორება დაამტკიცეს და რეზოლუციას კიდევ ერთი პუნქტი დაემატა, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტი:

„გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმების ბოლო ტალღის გამო, როდესაც ზოგიერთი სამთავრობო უწყება, როგორიცაა ანტიკორუფციული ბიურო, ბოლო წელიწადნახევრის დეტალურ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერატიულ ინფორმაციას სამი სამუშაო დღის ვადაში ითხოვს. ხაზს უსვამს, რომ ეს მოთხოვნა თავისთავად შეუძლებელია და სამიზნე ორგანიზაციების მუშაობისა და მათი საქმიანობის შეჩერების რისკს ქმნის“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციების მიზნების მისაღწევად იმუშავებს
მედია - ევროპაში შიშობენ, რომ აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმამ, შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმების ტალღა გამოიწვიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი