|
2025-01-24 12:40:46, 425 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ბიძინა ივანიშვილზე - როდესაც სიმართლე შენს მხარესაა, გამარჯვებას ყოველთვის მიაღწევ
დედაქალაქის მერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მიერ შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ის წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდება. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად ბევრი შანტაჟისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, ბიძინა ივანიშვილი სიმართლეს მაინც დაამტკიცებს. „ვიცით, რომ სასამართლო დავა Credit Suisse-თანაც იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ ბანკთანაც წამოწყებული დავა მისი გამარჯვებით დამთავრდება. როდესაც მართალი ხარ და სიმართლე შენს მხარესაა, გამარჯვებას ყოველთვის მიაღწევ. შეიძლება ამ გზაზე ხელის შემშლელი ფაქტორები, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები და შანტაჟები იყოს, თუმცა, საბოლოოდ სიმართლეს დაამტკიცებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)