20:25 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 12:27:48, 467 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ზუგდიდის სასამართლომ ჯარიმასთან ერთად იარაღის ტარების უფლება შეუზღუდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ზუგდიდის სასამართლომ ჯარიმასთან ერთად, იარაღის ტარების უფლება შეუზღუდა.

როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, 90-იანების მერე იარაღი არ უნახავს და არც აინტერესებს.

„იმ დღეს ზუგდიდიდან დამირეკეს, ჯერ პოლიციამ, მერე სასამართლომ. იმდენი ვიცინე, თვითონაც ამყვნენ ლამის. ცხადია, არც მიფიქრია მისვლა, არც გამხსენებია. ჰოდა, დღეს გადმომცეს, ჯარიმასთან ერთად, იარაღის ტარების უფლება შემიზღუდეს. 90-იანების მერე არც მინახავს იარაღი, არც მაინტერესებს. ასეთი კომიკურები ხართ. არ არსებობთ, თამაშობთ რაღაც იდიოტობას. წლებია არცერთი ჯარიმა არ გადამიხდია, არცერთ სასამართლოზე არ ვყოფილვარ, არცერთ დაკითხვაზე, სასაცილოდ არ მყოფნით. რეჟიმის პატიმრები გამოუშვით და თუ რამის თავი გაქვთ, ჩვენთან ქენით ბანძებო!“, -წერს ხოშტარია „ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics