20:25 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 12:14:02, 434 ნახვა

პოლიტიკა
გია ჯაფარიძე - ეს იქნება ყოველდღიურობა, სანამ საქართველოს მოქალაქეები არ მოიშორებენ ფაშისტურ რეჟიმს, რომელსაც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხის ნება

27 იანვარს ევროკავშირის ლიდერების მიერ საქართველოს საკითხის განხილვის ფონზე, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხი ივანიშვილის რეჟიმს არ დაამარცხებს, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე დისკუსია მუდმივად იქნება.

"ეს იქნება ყოველდღიურობა, სანამ საქართველოს მოქალაქეები არ მოიშორებენ ფაშისტურ რეჟიმს, რომელსაც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხის ნება" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. 

არ იქნება ევროპის კავშირის არცერთი მაღალი რანგის შეკრება, სადაც საქართველოს საკითხი არ იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. თქვენ ნახეთ წინა დღეებში ევროპის პარლამენტშიც იყო განხილვა საქართველოს საკითხზე ძალიან ფართო. ეს იქნება ყოველდღიურობა, სანამ საქართველოს მოქალაქეები არ მოიშორებენ ფაშისტურ რეჟიმს, რომელსაც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხის ნება", - ამბობს გია ჯაფარიძე. 

ორშაბათს, 27 იანვარს, ევროკავშირის ლიდერები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ - წლის პირველ შეკრებაზე ევროპელი დიპლომატები, სავარაუდოდ, განიხილავენ, თუ კიდევ რა მექანიზმებია საჭირო იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა უკან დაიხიოს.

არსებობს მაღალი მოლოდინი, რომ ორშაბათს ევროკომისია საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე ახალი ინიციატივით წარდგება და შესაძლოა, დიპლომატიური პასპორტების გაუქმების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებითი სასანქციო ზომების გატარება დაანონსდეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics