10:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 10:13:07, 382 ნახვა

პოლიტიკა
ილია მეორე დონალდ ტრამპს - გულითადად გილოცავთ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად არჩევას, ძალიან დიდია თქვენდამი ხალხის მოლოდინი

გულითადად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო-საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისათვის,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაშია აღნიშნული აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ.

როგორც ილია მოერე აღნიშნავს, ყველა იმედოვნებს, რომ დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება, ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას.

„ბატონო პრეზიდენტო, გულითადად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას. ძალიან დიდია თქვენდამი ხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მართალია, საინაუგურაციო გამოსვლაში მთავარი აქცენტი თქვენ თქვენი ქვეყნის გაძლიერებაზე გააკეთეთ, მაგრამ ყველა იმედოვნებს, რომ, დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება, ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო-საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისათვის. ყოველი ხელმწიფება უფლისგან არის, მაგრამ ბედნიერია ის ერი და ის ხელისუფალი, ვინც თავის მსახურებას ღმერთს უკავშირებს. ,,ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს“ (ფს. 39:5).

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, თქვენი ოჯახი და თქვენი ადმინისტრაცია.

ღმერთმა დალოცოს ამერიკა და მთელი მსოფლიო.

ღრმა პატივისცემით

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის“,- აღნიშნულია მილოცვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics