|
2024-04-15 12:10:27, 323 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ხოშტარიების ოჯახს გადმოერიცხა ფუნტები - რომ არ გაშიფრულიყო რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა, ბრიტანეთის გავლით გადმოირიცხა
რამდენიმე დღის წინ ხოშტარიების ოჯახს უკვე გადმოერიცხათ ფუნტები, ნაცვლად რუბლებისა და დოლარებისა. შესაბამისად, 500 დოლარს რომ აძლევენ მსგავს შემთხვევებში და 300 დოლარს და ამას 50 ათასს და 100 ათასს აძლევენ, ეს ლეგენდაც რომ დავიჯეროთ, ამ ლეგენდის შემთხვევაშიც კი, აგერ გზა, როგორ არ გაშიფრულიყო რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა, ბრიტანეთის გავლით გადმოირიცხა,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. მდინარაძის თქმით, „რუსეთს მარტივად შეუძლია, რომ სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდანაც გადმორიცხოს ფული და ამის მაგალითი ელენე ხოშტარიას ოჯახია". „რუსეთს მარტივად შეუძლია, რომ სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდანაც გადმორიცხოს ფული, იქ დაარეგისტრიროს რაღაც ორგანიზაცია, იქაური ბანკებიდან გადმორიცხოს ფული“,- აღნიშნა მდინარაძემ.
კალაძე: „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“ იმ ოლიგარქიული, არაფორმალური ძალების ინსტრუმენტია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს
ბრიუსელში, ევროკომისია წარადგენს ,2026 წლის გაფართოების პაკეტს- პაკეტი მოიცავს გაფართოების შესახებ კომუნიკაციასა და ანგარიშებს
კახა კალაძე - რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ
კალაძე: ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას მივესალმები, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)