20:24 - 28 Oct, 2026
|
2024-02-02 20:08:56, 944 ნახვა
მსოფლიო
გალანტი - ხან იუნისში მისიის დასრულების შემდეგ სამიზნე ქალაქი რაფა იქნება
ქალაქ ხან იუნისში მისიის დასრულების შემდეგ სამიზნე ღაზის სექტორის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ქალაქი რაფა იქნება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა. გალანტის თქმით, ისრაელის სამხედრო ძალებმა "ჰამასის" დაახლოებით 10 000 წევრი გაანადგურეს და იგივე რაოდენობით მებრძოლი დაჭრეს. "ვასრულებთ ჩვენს მისიებს ხან იუნისში, მივაღწევთ რაფამდეც, სადაც გავანადგურებთ ტერორისტულ ერთეულებს, რომლებიც საფრთხეს გვიქმნიან. ეს ომი მოითხოვს ეროვნულ გამძლეობასა და მონდომებას. ჩვენ უნდა მოვითმინოთ მანამ, სანამ მისიას არ შევასრულებთ". - განაცხადა გალანტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)