20:26 - 28 Oct, 2026
|
2024-02-01 20:42:21, 907 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - უნგრელების ფულის უკრაინელებისთვის მიცემა არ შეიძლება
უნგრელების ფულის უკრაინელებისთვის მიცემა არ შეიძლება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. როგორც ორბანი აღნიშნავს, უნგრეთი ომში მონაწილეობას არ მიიღებს, არ გაგზავნის იარაღს, და გააგრძელებს მშვიდობის მხარეს დგომას. "კამათი გვქონდა! უნგრელების ფულის უკრაინელებისთვის მიცემა არ შეიძლება! ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ომში, არ გავაგზავნით იარაღს, ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობის მხარეს დგომას", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. ცნობისთვის, ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)