10:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 18:46:03, 710 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - დრო არ ითმენს - ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად მეტი უნდა გააკეთოს

დრო არ ითმენს და ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად მეტი უნდა გააკეთოს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

როგორც ბორელი აღნიშნავს, რუსეთის აგრესიული ომი ევროპის უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხეა.

„დღეს ლიდერები ფოკუსირებული იქნებიან უკრაინის საკითხზე. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი არის უდიდესი საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის. თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ. მას სურს, გაანადგუროს ქვეყანა, დაყოს უკრაინა ორ ნაწილად და ისინი ამას აგრძელებენ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი უკრაინისთვის, რადგან ეს არის უდიდესი საფრთხე ევროპული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ამას თუ არ გავაკეთებთ, უფრო დიდი საფასურის გადახდა მოგვიწევს“,  - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics