20:26 - 28 Oct, 2026
|
2024-02-01 15:56:08, 1012 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა
ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. მიშელის თქმით, აღნიშნული დახმარების პაკეტი უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან და პროგნოზირებად დაფინანსებას უზრუნველყოფს. "27-ვე ლიდერი შეთანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში, უკრაინის დამატებითი 50 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტზე. ეს უზრუნველყოფს უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან და პროგნოზირებად დაფინანსებას. ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვიცით, რა არის სასწორზე", - წერს მიშელი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)