21:10 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-30 09:09:27, 951 ნახვა

მსოფლიო
კირბი - აშშ ირანთან ომით დაინტერესებული არ არის

ამერიკის შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული ირანთან ომით,- ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა მას შემდეგ, რაც კვირას იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

კირბის თქმით, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა თავადაცვისთვის. 

"არ გვსურს ირანთან ომი. არ გვსურს უფრო ფართო კონფლიქტი რეგიონში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაძაბულობა დავძლიოთ. მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს, რათა დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი ჯარები და ჩვენი ობიექტები",- აღნიშნა კირბიმ.

ცნობისთვის, 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. მომხდარის შედეგად 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 34 კი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics