|
2024-01-25 11:10:59, 536 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ბრიუსელში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა გადადის თვისობრივად ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს უფრო მეტად ამბიციურ გეგმებს და მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულებას, რაზეც საქართველო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში განხორციელებულ ცვლილებებზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე. როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პარალელურად გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული ვალდებულებების შესასრულებლად. ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველო, 2015 წლიდან, წარმატებით აახლოებს ეროვნულ კანონმდებლობას ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან. დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის 200 სამართლებრივი აქტიდან, საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია 133 სამართლებრივ აქტთან. საქართველოს ჰქონდა ხელშესახები პროგრესი გასულ წელს გამოქვეყნებული ევროკომისიის ანალიტიკურ დასკვნაში ასახულ პრიორიტეტულ სფეროებში და, შესაბამისად, ეს პროგრესი სათანადოდ იქნა შეფასებული ევროკავშირის მხრიდან. „ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ევროკომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესაბამისად და შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა სამოქმედო გეგმა, სადაც ასახულია კონკრეტული ნაბიჯები, პასუხისმგებელი უწყებები, საჭირო რესურსები, რათა შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის დასკვნაში. ასევე ხაზგასასმელია ისიც, რომ კანდიდატის სტატუსი იძლევა შესაძლებლობას, დავიწყოთ მუშაობა საქართველოსთვის ევროკავშირის სხვადასხვა ფონდსა და მხარდამჭერ ინსტრუმენტზე წვდომის უფლების მინიჭებისთვის”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ დადებითად შეაფასა განხორციელებული რეფორმები და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, ევროკავშირის გაფართოების გზაზე პროგრესს განაგრძობს. „ოთარ შამუგიასთან გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობასა და მწვანე ეკონომიკის კუთხით ევროკავშირთან თავსებადობა განვიხილეთ. ეს საკვანძო სფეროებია საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება”, - განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)