|
2024-01-24 11:31:31, 638 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ვაზისუბანში ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაციას იწყებს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამგორის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, N8, N16 და N7 კორპუსების მიმდებარედ, ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სავარჯიშო და საბავშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, განთავსდება ძაღლების სასეირნო მოედანი და შეიცვლება საპარკო ინფრასტრუქტურა. „თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაზისუბანში, N8, N16 და N7 კორპუსების მიმდებარედ, ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება ოთხ მილიონი ლარს შეადგენს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მივიღებთ ერთიან ახალ რეკრეაციული სივრცეს. ქალაქს სჭირდება მეტი რეკრეაცია, მეტი მწვანე სივრცე“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა უკვე დაასრულა კიდევ ერთი პარკის რეაბილიტაცია. „ვაზისუბანში, N90 სკოლის მიმდებარედ, 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებული პარკის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ინფრასტრუქტურა, ძაღლების სასეირნო სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე შადრევანი. დაირგო სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)