|
2023-03-01 15:39:07, 599 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევრი - ჩემს გაოცებას იწვევს ქართული მხარის სულისკვეთება და საქმისადმი თავდადება
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევრმა, ფიონა სტივენსმა განაცხადა, გაოცებულია ქართული მხარის სულისკვეთებით და საქმისადმი თავდადებით. "მსოფლიო ჩემპიონატი არ არის მხოლოდ კარგი ინფრასტრუქტურა, რომელიც უდაოდ შესანიშნავია ბაკურიანში, ჩემს გაოცებას იწვევს ქართული მხარის სულისკვეთება და საქმისადმი თავდადება, რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს. ძალიან მიხარია, რომ სათხილამურო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის ახალი, წარმატებული ადგილები ჩნდება და ბაკურიანი სწორედ ასეთი ადგილია. თქვენთან არის მშვენიერი თოვლი, თქვენ გაქვთ შემართება და ენერგია, რაც ერთად, საბოლოოდ ქმნის ამ დიდებულ წარმატებას", - განმარტავს ფიონა სტივენსი.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)