|
2023-03-01 13:38:22, 587 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს, მალიკ მუჰამმად ეჰსან ურ-რაშიდ კჰანს და დეივიდ გარრიგოს-სოლივას შეხვდა. როგორც ცნობილია, საქართველო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას 2024 წლის მაისში უმასპინძლებს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ესაა მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც 5 ათასამდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, იქნებიან ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე, ბანკის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტები. "მხარეებმა მიმოიხილეს ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის გასაწევი სამუშაოები. როგორც აღინიშნა, ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრა დიდი შესაძლებლობა იქნება საქართველოს მრავალმხრივ ფორმატში წარმოჩენისთვის. ფინანსთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ბანკის მმართველთა საბჭოს წევრებს საქართველოს მხარდაჭერისა და ნდობისთვის. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი შეინ როზენტალი", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)