16:20 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 13:16:44, 517 ნახვა

საზოგადოება
ტოტალური თავდაცვა და ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა მოიცავს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რათა შევძლოთ თავდაცვა და შეკავება - გრიგოლ გიორგაძე

ტოტალური თავდაცვა და ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა მოიცავს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რათა შევძლოთ თავდაცვა და შეკავება,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. 

გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჰყავდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მომზადებული კრიზისული სიტუაციებისათვის.

 „თავდაცვისუნარიანობისთვის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მდგომარეობაში, ალტერნატივა არ აქვს, თუ არა ტოტალური თავდაცვის პრინციპის განხორციელება. ტოტალური თავდაცვა სწორედ ამას გულისხმობს, რომ გარდა სამხედროსი და გარდა ჯარისა, კრიზისულ სიტუაციებში ადამიანები არიან მაქსიმალურად გაწვრთნილები, მომზადებულები, იციან იარაღთან მოპყრობა, იციან კრიზისულ სიტუაციებში თავი როგორ უნდა გადაირჩინონ და როგორ მოიქცნენ ნებისმიერ სიტუაციაში.“ მისი განცხადებით, ტოტალური თავდაცვა და თავდაცვის პოლიტიკა მოიცავს რას, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს თავდაცვა და შეკავება. ამ პროცესში როგორც სამხედროები მონაწილეობენ, ასევე უნდა ჩაერთოს მთელი საზოგადოება, ყველა რესურსი უნდა იყოს გამოყენებული სწორედ ამ თავდაცვისა და შეკავებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და ჩვენი გაძლიერება მიბმულია საზოგადოების გარკვეულწილად კონსოლიდირებასთან, რაც ასევე ეკონომიკურ წინსვლასაც ხელს შეუწყობს“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics