20:22 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-04 23:29:27, 675 ნახვა

სამართალი
შსს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტის შესახებ განცხადებას აკეთებს

შსს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტის შესახებ განცხადებას აკეთებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიუჟეტში არ გაჟღერებულა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ საინფორმაციო გამოშვების პროდუსერისთვის მიწოდებული ინფორმაცია.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს, სადაც ითქვა, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი გვერდის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეა.

მთავარი არხის ჟურნალისტმა დღეს შინაგან საქმეთა სამინიტროში გამართულ ბრიფინგზე სტრატეგიული  კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს, ნინო გიორგობიანს ჰკითხა, იყო თუ არა მათ მიერ ოპოზიციური პარტიის მადისკრედიტირებელი გვერდების ავტორად დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.

ნინო გიორგობიანმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ გადაამოწმებდა აღნიშნულ ინფორმაციას და დაზუსტებულ პასუხს მიაწვდიდა. მოგვიანებით, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელი დაუკავშირდა მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვების პროდუსერს და განუმარტა, რომ მათ მიერ დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის. ამის მიუხედავად,  სიუჟეტში მაინც ამტკიცებდნენ, რომ მადისკრედიტირებელი გვერდის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანია. 

ასევე ითქვა, რომ , ციტატა მათივე სიუჟეტიდან „უწყების მაღალჩინოსნებისგან ვერაფერი გაიგეს“. სიუჟეტში არ გაჟღერებულა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ საინფორმაციო გამოშვების პროდუსერისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ მათ მიერ დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics