20:48 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-02 15:12:04, 747 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი იწყება.

სასამართლო ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება.

დღევანდელი პროცესი ტექნიკური ხასიათის იქნება.

პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა, რომ სასამართლო პროცესის ჩანიშვნა შესაძლოა საქმის განხილვის 2 წლიან ვადას უკავშირდებოდეს.

„საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ 2020 წელს პანდემიის გამო ძალიან ბევრი სასამართლო სხდომა გადაიდო და მათ შორის იყო აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეც. რაიმე განსაკუთრებული ამ საქმესთან დაკავშირებით არ მომხდარა. კანონის დათქმაა, რომ 2 წლის ვადაში უნდა განიხილოს სისხლის სამართლის საქმე და გამამტყუნებენი ან გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქმე არის საკმაოდ მოცულობითი, ჩემი ვარაუდია, რომ სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ჩაენიშნა სასამართლო პროცესი“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics