2021-01-29 10:48:13, 621 ნახვა
სამართალი
ვანში დაჭრის ფაქტი მოხდა - დაკავებულია ერთი პირი
ვანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ტაქსის მძღოლმა მეორე პირ ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.
მათი ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან