21:09 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 13:24:10, 754 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპმა ერთნაირსქესიან წყვილთა სამოქალაქო ქორწინებას მხარი დაუჭირა

რომის პაპმა ფრანცისკემ ერთსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას მხარი დაუჭირა.

აღნიშნულ საკითხზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც ახლად გამოსულ დოკუმენტურ ფილმში „Francesco“, პაპი ფრანცისკე ერთნაირსქესიანი წყვილების სამოქალაქო კავშირის გაფორმებას მხარს უჭერს.

ფილმის პრემიერა რომის კინოფესტივალზე შედგა.

როგორც ცნობილია, რომის პაპს არაერთხელ გაუკეთებია ერთნაირსქესიანი წყვილების მხარდამჭერი განცხადებები, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფრანცისკებ მათ კავშირზე ისაუბრა.

„ჰომოსექსუალ ადამიანებს აქვთ ოჯახში ყოფნის უფლება. ისინი არიან უფლის შვილები, ამდენად ჩვენ გვჭირდება ისეთი სამოქალაქო კავშირის კანონის შექმნა, რომელიც მათაც შეეხება. მე ამას მხარს ვუჭერ", - განაცხადა პაპმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics