|
2020-10-20 16:34:33, 863 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის ჯარი სომხეთის საზღვარს მიუახლოვდა - არაღიარებული ყარაბაღი ინფორმაციას ადასტურებს, სომხეთი კი უარყოფს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში აზერბაიჯანულმა ჯარმა ზანგელანის, ჯებრაილის, ფიზულის და ჰოჯავენდის რაიონებში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი აიღო. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, არაიკ არუთინიანმა განაცხადა, რომ „საომარი მოქმედებები გრძელდება ინტენსიურად მტელი ფრონტის ხაზზე, არანალებ მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ქაშათაღის რაიონის იშხანაძორის, კოვსაკანისა და მიდჟავანის რაიონებში“, - განაცხადა პრეიზდენტმა. მიჯავანი არის სოფელი ზანგელანის სამხრეთით, სომხეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში. იშხანაძორი სოფელია მდინარე აკერის ხეობაში. აქედან გამომდინარე, არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ საომარი მოქმედებები სომხეთის საზღვართან მიმდინარეობს. „სამხრეთის მიმართულებით - ხუდაფერინის წყალსაცავთან - მტერი უკან იხევს და განიცდის დიდ დანაკარგებს“, - დაწერა შუშან სტეპანიანმა „ტვიტერში“. „ხუდაფერინის წყალსაცავი ზანგელანიდან 13 კილომეტრში მდებარეობს“, - განაცხადა ალიევმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)