20:24 - 28 Oct, 2026
|
2020-10-17 10:48:09, 1395 ნახვა
მსოფლიო
სომხეთი განჯასა და მინგეჩაურზე სარაკეტო თავდასხმას უარყოფს
სომხეთი უარყოფს განჯასა და მინგეჩაურზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელებას, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ არც სომხეთის ტერიტორიიდან და არც სომხეთის არმიის მიერ აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლი არ გახსნილა. ცნობისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის არმიამ განჯაში ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. უწყების ცნობით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ მინგეჩაურზეც. ოფიციალური ბაქოს ცნობით, განჯაში თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 ბავშვია. დაშავებულია 40-მდე ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)