|
2020-10-17 10:42:08, 1440 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში კოლეჯის მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს
პარიზის მახლობლად, ქალაქ კოფლან-სენტ-ონორინში ადგილობრივი კოლეჯის მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს. აღნიშნულის შესახებ Meduza იუწყება. Le Figaro-ს და Actu17-ის თანახმად, მასწავლებელმა საკლასო ოთახში სტუდენტებს წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა და სიტყვის თავისუფლებაზე ესაუბრებოდა. თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ერთ-ერთი სტუდენტის ნათესავია, რომელიც წარმოშობით ჩეჩენია და 18 წლისაა. მკვლელობამდე თავდამსხმელმა „ტვიტერში“ თავმოკვეთილი პროფესორის ფოტო დადო და დაწერა: „მაკრონ, ურწმუნოების ბელადო, მე სიკვდილით დავსაჯე შენი ერთ-ერთი ძაღლი, რომელმაც გაბედა მუჰამედის შეურაცხყოფა“. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო და ოთხი პირი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)