|
2020-09-26 11:14:28, 1231 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში სოფლის განვითარების სფეროში დაგეგმილი ინსტიტუციური რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა პროგრამის ENPARD ფარგლებში გაიმართა
საქართველოში სოფლის განვითარების სფეროში დაგეგმილი ინსტიტუციური რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის (EU) ხელშეწყობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კონსულტანტებთან თანამშრომლობით, პროგრამის ENPARD ფარგლებში გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს მთელ რიგ ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდას და მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის მნიშნელოვანი ნაწილია. „ევროკავშირი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, ცვლილებები, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება, გავლენას იქონიებს სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციულ ერთეულებზე და იმ სამუშაო პროცესზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას. ეს არის იმ სტრატეგიის გამოხმაურება, რაც ქვეყანას გააჩნია და რაც გულისხმობს მეტი ევროკავშირი საქართველოში და მეტი საქართველო ევროკავშირში. ჩვენ გვინდა ვიყოთ მზად ევროკავშირის პროგრამებში ოპერატიულად ჩართვისათვის. ჩვენ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა, გვაქვს განვითარების სამოქმედო გეგმა; ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით თანმიმდევრულები. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყების ინსტიტუციური გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. ევროკავშირის დაფინანსებით, UNDP-ის მიერ, PricewaterhouseCoopers Georgia-სა და ევროპელ კონსულტანტებთან თანამშრომლობის შედეგად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ჩამოყალიბდება სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის ახალი სტრუქტურა (წარმმართველი უწყება და გადამხდელი სააგენტო) ადამიანური რესურსების მართვის/სწავლისა და განვითარების განახლებულ მექანიზმთან ერთად. სამუშაო შეხვედრაზე, საერთაშორისო ექსპერტებმა, ჰამფრი ებოტმა და ბრიგიტ მელმაუერ-ლარხერმა სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის სისტემების ევროპული მოდელი განიხილეს. ჰამფრი ებოტმა მონაწილეებს სოფლის განვითარების სააგენტოს სტრუქტურისა და ევროპული მოდელის გადამხდელი სააგენტოს სტრუქტურის შედარება და მათი დაახლოების ხედვა გააცნო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.enpard.ge.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)