20:21 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 15:20:17, 653 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკსა“ და იტალიის საელჩოს შორის 9 წლიანი თანამშრომლობა კიდევ 1 წლით გაგრძელდა

„ვითიბი ბანკსა“ და საქართველოში იტალიის საელჩოს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ვითიბი ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს საელჩოს მიერ, 2020 – 2021 წლებში, საქართველოში, ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებებს.

აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს იტალიური კულტურის გაცნობას საქართველოს მოსახლეობისთვის და მის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას.

​„ვითიბი ბანკი“, 2011 წლიდან არის იტალიის საელჩოს მხარდამჭერი. ამ თანამშრომლობის შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი და საინეტერესო ღონისძიება ჩატარდა,  გამოფენები: „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“, „ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით“ , „რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ , "Evidence. A New State of Art”, ექსპოზიცია „მარადიულო რომი“, გამოფენა მიძღვნილი იატლიური მოდის 60 წლის იუბილესადმი და სხვა.

"იმედს ვიტოვებთ, ამ რთული პერიოდის მიუხედავად, შესაძლებელი გახდება ყველა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება და ჩვენ  მოსახლეობას, კიდევ არა ერთხელ, მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს იტალიური ხელოვნების უნიკალურ მრავალფეროვნებას", - განაცხადა ​„ვითიბი ბანკისა“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  შოთა მაჭავარიანმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics