|
2020-09-24 12:35:39, 517 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ევროპული ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმება 40%-ით გაიზარდა
„საქართველოს მომავალი სიძლიერე და ეკონომიკური კეთილდღეობა ზღვას უკავშირდება. საქართველო ზრუნავს საკუთარი საზღვაო დარგის მდგრად განვითარებაზე და ამასთან, საქართველოს, როგორც IMO-ს (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია) წევრ ქვეყანას თავისი კონტრიბუცია შეაქვს ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში. საქართველო იყო ერთ-ერთი 14 საზღვაო ქვეყანას შორის, რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოწოდებას გამოეხმაურა და მეზღვაურებს, როგორც საკვანძო პროფესიის წარმომადგენლებს და საერთაშორისო ნაოსნობის ძირითად მამოძრავებელ ძალას, მხარდაჭერა გამოუცხადა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც ქვეყნის საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიო საზღვაო დღე მიულოცა. მინისტრის განცხადებით, პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დაინახა მსოფლიომ, თუ რამდენად დიდია საზღვაო გადაზიდვების და ამ დარგში მომუშავე პირების მნიშვნელობა კაცობრიობის მდგრადი მომავლის შექმნისთვის. „საქართველოში 14,000-მდე რეგისტრირებული მეზღვაურია. თითოეული მეზღვაურის წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან დიდია: ყველაზე კონსერვატიული გათვლებით, ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკაში ნაღდი ფულის სახით დაახლოებით 500 მილიონი ლარი შემოაქვთ და ამ თვალსაზრისით ქართული ეკონომიკის მდგრადობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნიან. 2019 წლის მონაცემებით საქართველო მე-13 ადგილს იკავებდა ევროკავშირის ქვეყნების გემებზე ოფიცერთა შემადგენლობის მიწოდების კუთხით. 2015 წელთან შედარებით კი ბოლო წლებში ევროპული დროშების ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების კუთხით დაახლოებით 40%-იანი ზრდა გვაქვს," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის წყალობით, საქართველოს საზღვაო სექტორი ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. მსოფლიოს 53 ქვეყნიდან, რომელიც ქართულ სერტიფიკატებს აღიარებს, 19 ევროკავშირის წევრია. „თანამედროვე მიდგომების, უპრეცენდენტო ორგანიზებულობისა და კოორდინაციის წყალობით საქართველოს პორტები დღეს უწყვეტ რეჟიმში სრული დატვირთვით მუშაობენ და ქვეყნის მომარაგებასა და მთლიანად რეგიონის ლოგისტიკურ ჯაჭვში სრულფასოვნად არიან ჩართულნი. ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები და პროექტები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ევროპული სტანდარტით შეასრულოს თავისი, როგორც საზღვაო ქვეყნის ფუნქციები და ვალდებულებები საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა მინისტრმა.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)