|
2020-09-22 17:57:25, 621 ნახვა
ეკონომიკა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA - სა და კომპანია ,,იუ ჯი თი“ - ს შორის
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოლოგიურ კომპანია „იუ ჯი თი“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, სტარტაპ კომპანიები, რომლებიც დააკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს, შეძლებენ ისარგებლონ Azure DevOps ხელსაწყოებით და UGT Cloud-ის Azure Stack ის ჰიბრიდულ ღრუბლოვან პლატფორმაზე გამოყოფილი რესურსით. ამას გარდა, სერვისები მოიცავს Azure DevOps ხელსაწყოების ინტეგრაციას, როგორც Azure Stack ის გარემოსთან, ასევე საჭიროების შემთხვევაში გლობალური Azure ის ღრუბლოვან გარემოსთან. მემორანდუმის ფარგლებში შეირჩევა 5 საინტერესო გადაწყვეტილება. უპირატესობა მიენიჭება ღრუბლოვან გარემოზე მორგებულ პროგრამულ გადაწყვეტილებებს. Azure Stack-ის ჰიბრიდული ღრუბლოვანი გარემო განთავსებულია UGT-ს მონაცემთა დამუშავების ცენტრში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და დაცული ინფრასტრუქტურაა ქვეყნის მასშტაბით. Azure DevOps-ის სერვისები საშუალებას მისცემს სტარტაპ კომპანიებს ერთი ხელსაწყოს გამოყენებით შეძლონ უწყვეტი ინტეგრაციის და უწყვეტი დანერგვის პროცესების (CI/CD Pipeline) ავტომატიზირება. ასევე, გამოიყენონ Agile მეთოდოლოგია გუნდური მუშაობისთვის და დანერგონ პროექტების მართვის, კოდის ტესტირებისა და განახლების დახვეწილი და კარგად დოკუმენტირებული პროცედურები.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)