|
2020-09-21 13:39:22, 643 ნახვა
ეკონომიკა
სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სოფლად მცხოვრებ ქალთა შესაძლებლობათა გაზრდის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ საბედაშვილმა მოაწერეს. შეთანხმების მიზანია საქართველოში სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში ქალთა ჩართვით მათი ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა და სპეციალური პროგრამის შემუშავება, რომელიც გამიზნული იქნება ქალთა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. მემორანდუმის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს სოფლის განვითარების სააგენტოსთვის მომზადდეს გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის (PGA) რეკომენდაციების საფუძველზე. მხარეები შეთანხმდნენ რომ გენდერული პერსპექტივის გათვალისწინებისთვის შემუშავდება ეფექტური ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც დაინერგება სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში. სააგენტოს მხარდასაჭერად შემუშავდება რეკომენდაციები, რათა მან მოკლე დროში შეძლოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით სოფლის განვითარების სააგენტოში შეიქმნება გენდერის საკითხებში მრჩევლის პოზიცია, რომელიც იქნება ძირითადი საკონტაქტო პირი ორგანიზაციებს შორის და მჭიდროდ იმუშავებს სოფლის განვითარების სააგენტოს კომპეტენციის განვითარების, გენდერული თანასწორობის სტანდარტებისა და ნორმების შემუშავების კუთხით.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)